LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო თანდილაშვილმა USAID-ის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე სამხრეთ კავკასიის რეგიონში დაგეგმილი პროგრამები განიხილა

140
ნინო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე სამხრეთ კავკასიის რეგიონში დაგეგმილი პროგრამების განხორციელების საკითხები განიხილა. მხარეებმა პროგრამების მნიშვნელობაზე, განხორციელების ვადებზე და მონაწილეთა როლზე გაამახვილეს ყურადღება.

USAID-ის სამხრეთ კავკასიის წყლის მართვის რეგიონული პროგრამა 2023-2028 წლებში განხორციელდება და მისი ბიუჯეტი 20 მილიონი აშშ დოლარი იქნება. პროგრამის მიზანი, დაინტერესებული მხარეების ჩართულობითა და ეფექტიანი ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობით სამხრეთ კავკასიის რეგიონში წყლის მართვის ხელშეწყობაა.

USAID-ის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ტურიზმის პროგრამა კი 2023-2026 წლებში განხორციელდება და მისი მიზანი, საერთო ეკონომიკურ ინტერესებზე დაყრდნობით, ტურიზმის სფეროში გრძელვადიანი რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობაა. 6 მილიონიანი პროგრამა საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის კერძო სექტორს, სამოქალაქო საზოგადოებას და სამთავრობო უწყებებს ტურიზმის განვითარების მხარდასაჭერად გააერთიანებს. პროგრამის განხორციელება რეგიონში ტურისტების ნაკადის ზრდას დაეხმარება, რაც ადგილობრივი ბიზნესის შემოსავლების გაზრდას და სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები