LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ტარიელაშვილი: „ჩვენს ოჯახურ ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდი უკვე გავიარეთ…“

5147
331702795_6151081741598112_3510931932904314503_n

პაატა გულიაშვილსა და ნინო ტარიელაშვილს მე-18 წელია, მყარი ოჯახი აქვთ.

მსახიობისა და იუმორისტის მეუღლე ჟურნალ „სარკეს“ ესაუბრება:

„რუსთაველის თეატრის მსახიობი რომ გახდა, პირველი ხუთი წელი ძალიან დატვირთული იყო, შეიძლება ითქვას, თეატრში ცხოვრობდა. საგრიმიოროშიც კი მიმქონდა მისთვის გამოსაცვლელი ტანსაცმელი, რადგან სახლში მოსვლას ვერ ახერხებდა. ძალიან რთული პერიოდები გავიარეთ, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, პაატას მხრიდან სითბო და ყურადღება ყოველთვის მქონდა. როგორც კი თეატრისგან თავისუფალი დრო გამოუჩნდებოდა, ყოველთვის ოჯახში ატარებდა…

ბოლო დროს უფრო მეტ სითბოს, სიყვარულს და მზრუნველობას ვიჩენთ ერთმანეთის მიმართ. რაც დაგვაკლდა იმ წლებში, ახლა ვინაზღაურებთ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g