LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო თოლორდავა: „ბედნიერებაა, როცა მყავს 25 წლის შვილი, 5 წლის შვილიშვილი და 2 წლის შვილი, რომელიც მის ძმისშვილზე 3 წლით პატარაა…“

695
ნინო თოლორდავა

ტელეჟურნალისტი ნინო თოლორდავა ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს იმის შესახებ, რომ მომატებული წლები არ აშინებს. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან.

– ნინო, წლების მატება ხომ არ გაშინებს?

– იყო პერიოდი, როცა წლების მატება მაშინებდა და ყოველ მომატებულ წელსა თუ თვეზე ძალიან ვნერვიულობდი, ვღელავდი, წლები მიფრინავს, ასაკი მემატება-მეთქი. ახლა კი ვფიქრობ, ბედნიერებაა, როცა მყავს 25 წლის შვილი, 5 წლის შვილშვილი და 2 წლის შვილი, რომელიც მის ძმისშვილზე 3 წლით პატარაა. სიმართლე გითხრათ, ბოლო ორი წელია, რაც მეორე შვილი გამიჩნდა, იმ დღიდან აღარ მაშინებს წლების მატება და ჩემს ცხოვრებას რომ გადავხედე, მივხვდი, ძალიან დატვირთული და საინტერესო ცხოვრების გზა გავიარე. იმედი მაქვს, წინ კიდევ ბევრი საინტერესო წელი მელოდება. ვფიქრობ, ნამდვილად ძალიან იღბლიანი ქალი ვარ და სამყაროს ყოველთვის მადლობას ვეუბნები ამისთვის. ღმერთს მადლობას ვუხდი, რომ ვრეალიზდი, როგორც დედა, როგორც ბებია, როგორც ქალი… მაქვს მოსიყვარულე ოჯახი, გვერდით საყვარელი მამაკაცი და წარმოუდგენლად კარგი მეგობრები. ამ ყველაფერში რომ გამიმართლა, როგორ შეიძლება არ ვთქვა, იღბლიანი ვარ-მეთქი? და, პლუს ამას, ვმუშაობ და ვაკეთებ იმ საქმეს, რაც მიყვარს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g