LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო წილოსანი ადგილობრივ მწარმოებლებს: 60 დღე ქსელი თქვენს ფულს იყენებს, ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა მგონია, 60 დღე თქვენ იხდით ალბათ ბანკის სესხს, მაშინ, როდესაც თქვენი გაყიდული პროდუქციის თანხას ქსელი ატრიალებს თავის სასარგებლოდ

385
ნინო წილოსანი

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, ხილის, ბოსტნეულის, წვენების და ჯემების ადგილობრივი მწარმოებელი კომპანიების მონაწილეობით ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვა მიმდინარეობს.

ნინო წილოსანი: ხელფასები დაახლოებით 20-დან 25 პროცენტამდე გაიზარდა და იდენტურად გაიზარდა პროდუქტების ფასები – ეს ნიშნავს, რომ მათ კეთილდღეობას არაფრით დატყობია ის, რისკენაც მთელი სახელმწიფო პოლიტიკაა მიმართული, რომ შემოსავლები გაეზარდოთ და ამით უკეთ იგრძნონ თავი

კომისიის წევრი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი, დაინტერესდა მწარმოებლების გადახდის პირობებით, კერძოდ, სთხოვა კომპანიის წარმომადგენლებს, დაესახელებინათ ის ფაქტორები, რაც მათ პრობლემას უქმნის – ნაშთების კონტროლი, რეალიზებული პროდუქციის გადახდის ვადები და ა.შ.

როგორც კომპანია „ქალაქურის“ წარმომადგენელმა, მურად ღოღაძემ განაცხადა, პრობლემაა „რეალიზაცია, რომელიც ვერ განსაზღვრავს ჩვენ მიერ გადატვირთულ და კაპიტალის მიერ ჩადებულ ინვესტიციას, უკან დაბრუნებულს, რომელსაც ჩვენ გადავტვირთავთ, პირობითად, 1000 ლარს, იქიდან შეიძლება ჩვენ დაგვიბრუნდეს 700 ლარი“.

ნინო წილოსანის კითხვაზე, აქვთ თუ არა შესაძლებლობა, რომ გაყიდული პროდუქცია აკონტროლონ და გაყიდულ პროდუქციაზე მომენტალურად ანაზღაურებას იღებენ თუ არა, ღოღაძემ უპასუხა:

„არა, გამორციხულია. ჩემთან მიმართებით არ არის ასე. დალოდების პერიოდი გაყიდულ პროდუქციაზე 60, შეიძლება 80 დღეა“.

„ანუ, 60 დღე, ქსელი თქვენს ფულს იყენებს და ატრიალებს. ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა მგონია, ამიტომ, ამ საკითხებით აუცილებლად უნდა დავიწყოთ საუბარი. წარმოიდგინეთ, 60 დღე თქვენ იხდით ალბათ ბანკის სესხს, მაშინ, როდესაც თქვენი გაყიდული პროდუქციის თანხას ქსელი ატრიალებს თავის სასარგებლოდ“. – განაცხადა ნინო წილოსანმა.

შოთა ბერეკაშვილი: ფასწარმოქმნის ჯაჭვის ზემოთ მდგომი წერტილი უფრო პრივილეგირებულია, ეს ასიმეტრიული ურთიერთობა თავის მხრივ იწვევს ინფლაციურ წნეხს, რაც საბოლოო ჯამში, ერთეულის ფასში აისახება და მომხმარებელი იხდის

დროებითი საპარლამენტო კომისია პარლამენტის თავმჯდომარეს ინიციატივით მიმართავს, ფასების შესასწავლად საერთაშორისო კომპანია მოიწვიოს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g