LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო წილოსანი: „ალბათ, უამრავი ადამიანის მოსაზრებას გავაჟღერებ, რომ პრეზიდენტის ბრიფინგს უსმენდნენ და ვერავინ გამოიტანა აზრი – რას ლაპარაკობდა, რას გულისხმობდა, რა უნდოდა“

158
ნინო წილოსანი, სალომე ზურაბიშვილი

„ალბათ, უამრავი ადამიანის მოსაზრებას გავაჟღერებ, რომ პრეზიდენტის ბრიფინგს უსმენდნენ და ვერავინ გამოიტანა აზრი – რას ლაპარაკობდა, რას გულისხმობდა, რა უნდოდა“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა, რითაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებებს გამოეხმაურა.

„ძალიან გვეხმარება „ოცნების“ და ივანიშვილის პოლიტიკა, ეს უკვე „პრო“ აღარ არის, ეს არის რუსულობა – რას ნიშნავს, როცა ხელისუფლება წინასაარჩევნოდ დაპირისპირებას აღვივებს? – იცის, ხმებით ვეღარ იგებს არჩევნებს“ – სალომე ზურაბიშვილი

„დაკავებული არის პარტიული გადაჯგუფებებით და დაჯგუფებებით, ოპოზიციის ხელშეწყობით და პირდაპირ არაკონსტიტუციურია ეს ყველაფერი, მინდა საზოგადოებას შევახსენო.

ამის პარალელურად, მისი კონსტიტუციური უფლება-მოვალეობა არის, რომ მოაწეროს კანონებს ხელი, ამ შემთხვევაში ამნისტიის კანონზე გვაქვს საუბარი, რომელიც ერთი კვირაა უკვე მასთან დევს და რამდენიმე ათასი ადამიანი და მათი ოჯახის წევრები ელოდებიან ამ კანონის ძალაში შესვლას, ის კი ამ მოვალეობას არ ასრულებს“, – განაცხადა წილოსანმა.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა მისი ინიციატივით შექმნილ „ქართულ ქარტიაზე“, რომელსაც რიგმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა მოაწერეს ხელი.

გიორგი გახარიამ პრეზიდენტის ინიციატივით შექმნილ „ქართულ ქარტიას“ ხელი მოაწერა

პრეზიდენტის შეფასებით, „ქართულ ქარტიაზე“ ცოტას ლაპარაკობენ, მაგრამ ამ ოთხი კვირის მანძილზე არავის მისცემს უფლებას, არ ილაპარაკოს დღე და ღამე. პრეზიდენტმა ისაუბრა ქარტიაში „ტექნიკურ, პროფესიონალების მთავრობასთან“ დაკავშირებულ პუნქტზეც და განაცხადა, რომ „ტექნიკური მთავრობა უნდა შეიქმნას პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებით, მაგრამ არა მათ მიერ დანიშნული პოლიტიკოსებისგან – თუ არა, მერე იქნება: „ჩემი პრემიერი, შენი პრემიერი“, „ჩემი წონა დიდია, შენი ნაკლები“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები