„ქართული ოცნების“ დეპუტატი, ნინო წილოსანი პარტიის დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღეს სოციალურ ქსელში, საჯაროდ ულოცავს.
მამუკა მდინარაძე: „დაბადების დღეს ვულოცავ სამაგალითო ქართველ კაცს, ბიძინა ივანიშვილს!“
როგორც ნინო წილოსანი წერს, „დღეს იმ ადამიანის დაბადების დღეა, ვისი მისიაც ქვეყნისათვის თავდადება და გამარჯვება იყო“.
„ისტორიაში არაერთი გამორჩეული ადამიანის შესახებ გვისწავლია. ჩვენი ქვეყნის საბედისწერო მომენტებს ყოველთვის კონკრეტული მისიით დაბადებული დიდი ადამიანები ქმნიდნენ.
დღეს იმ ადამიანის დაბადების დღეა, ვისი მისიაც, ვფიქრობ, ქვეყნისათვის თავდადება და გამარჯვება იყო. ჩვენი შვილები ისწავლიან ბიძინა ივანიშვილზე და იტყვიან, რომ ამ ადამიანმა გადაარჩინა საქართველო ნაცების ტირანიას და იხსნა ჩვენი ულამაზესი ქვეყანა ომისგან და აოხრებისგან.
დაბადების დღეს ვულოცავ ჩვენი ერის კაცს – ბიძინა ივანიშვილს!“, – წერს ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.
ისტორიაში არაერთი გამორჩეული ადამიანის შესახებ გვისწავლია. ჩვენი ქვეყნის საბედისწერო მომენტებს ყოველთვის კონკრეტული…
Posted by ნინო წილოსანი • Nino Tsilosani on ორშაბათი, 17 თებერვალი, 2025