LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო წილოსანი: „დღგ ის გადასახადი არაა, რომელიც სადღაც არის დარეზერვებული, ის ისევ მოქალაქეებთან მიდის, ამით საყოველთაო ჯანდაცვა, სკოლები, ბაღები და ინფრასტრუქტურა ფინანსდება“

286
ნინო წილოსანი

„დღგ ის გადასახადი არ არის, რომელიც სადღაც რჩება და სადღაც არის დარეზერვებული – დღგ-ს გადასახადი ისევ მოქალაქეებთან მიდის“, – ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა, პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, კვერცხის მწარმოებელი კომპანიების პასუხად განაცხადა, რომელთაც კვერცხზე ფასის შემცირების კონტექსტში დღგ-ს გადასახადისგან გათავისუფლების საჭიროებაზე ისაუბრეს.

„დღგ ის გადასახადია, რომლითაც შემდგომში საყოველთაო ჯანდაცვა, სკოლები, ბაღები და ინფრასტრუქტურა ფინანსდება. ეს ის გადასახადი არ არის, რომელზეც მარტივად შეგვიძლია… რადგან ამისგან ფინანსდება ყველა ხარჯი, რომელიც ისევ მოსახლეობასთან მიდის. ეს ის გადასახადი არ არის, რომელიც სადღაც რჩება და სადღაც არის დარეზერვებული. ეს გადასახადი ისევ მოქალაქეებთან მიდის“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

„რძის პროდუქტებთან დაკავშირებით ფასების დაკლების საკმაოდ დიდი სივრცე გვაქვს, მიმაჩნია, რომ შეიძლება, დაიწიოს 20%-მდე“ – კომპანია „ბარაქას“ დირექტორი

ცნობისთვის, პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის შემსწავლელი დროებითი კომისიის პირველი სამუშაო სხდომა მიმდინარეობს.

დროებითი კომისიის სხდომაზე კვერცხის დღგ-ს გადასახადისგან გათავისუფლების საკითხზე კომპანია „დილას“ დირექტორმა გია ლობჟანიძემ გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ დღგ-ს საკითხის გარკვევა, საბოლოო ჯამში, პარლამენტში უნდა მოხდეს.

შოთა ბერეკაშვილი: ფასწარმოქმნის ჯაჭვის ზემოთ მდგომი წერტილი უფრო პრივილეგირებულია, ეს ასიმეტრიული ურთიერთობა თავის მხრივ იწვევს ინფლაციურ წნეხს, რაც საბოლოო ჯამში, ერთეულის ფასში აისახება და მომხმარებელი იხდის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g