უმრავლესობის წევრი, ნინო წილოსანი აშშ საპრეზიდენტო არჩევნებისა და საქართველოს 26 ოქტომბრის არჩევნებზე ეუთო/ოდირის დასკვნის აქცენტებზე სოციალურ ქსელში წერს.
ეუთო/ოდირი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით შემაჯამებელ ანგარიშს აქვეყნებს
„მრავალმა საკითხმა ნეგატიურად იმოქმედა ამ არჩევნების სამართლიანობაზე“
„ეუთო/ოდირის დასკვნა აშშ 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ:
1.მიუხედავად იმისა რომ ხმის მიცემის უფლება გარანტირებულია კონსტიტუციით, სხვადასხვა შეზღუდვები მაინც არსებობს. ასეთი შეზღუდვები მაინც ეწინააღმდეგება ეუთოს ვალდებულებებს და საყოველთაო და თანაბარი საარჩევნო უფლების საერთაშორისო სტანდარტებს
2.ამ არჩევნების წინ საარჩევნო კომისიის წევრების მიმართ მუქარის და ძალადობის გაზრდილმა რაოდენობამ გამოიწვია მნიშვნელოვანი შეშფოთება და შექმნა პრობლემები კომისიის წევრების დასახელებაში
3.კამპანია ხშირად გამოირჩეოდა აგრესიულ-კონფრონტაციული და წამქეზებელი რიტორიკით როგორიც იყო: პირადი თავდასხმები, კამპანიის დროს იყო ძალადობის, მუქარის, აგრესიული ქცევის ფაქტები, მედიის წარმომადგენლების და ამომრჩევლების მიმართ
4.შემაშფოთებელია ჟურნალისტების დაშინებისა და შევიწროვების მზარდი შემთხვევები, მათ შორის ძალადობა და მათზე პოლიციის მხრიდან თავდასხმა
5.ოდირის წინა რეკომენდაციების უმეტესი ნაწილი არ იქნა გათვალისწინებული
საქართველოში 26 ოქტომბრის არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის დასკვნის ძირითადი აქცენტები
1.26 ოქტომებრს ამომრჩეველს ჰქონდა ფართო არჩევანი. ხოლო პოლიტიკურ პარტიებს შეეძლოთ თავისუფალი კამპანიის წარმოება. კამპანია ჩატარდა მშვიდ გარემოში, ხოლო ძალადობის იზოლირებული შემთხვევები მიიღეს როგორც მმართველი პარტიიდან ისე ოპოზიციის მხრიდან.
2.ეუთო/ოდირი მზადყოფნას გამოთქვამს ითანამშრომლოს საქართველოს არჩეულ ხელისუფლებასთან საარჩევნო გარემოსა და პროცედურების შემდგომი გაუმჯობესების მიზნით.
3.ანგარიში ასევე აღნიშნულია, რომ საარჩევნო უბნების 90 %-ში საარჩევნო უბნებზე საარჩევნო პროცესი შეფასდა დადებითად.
ეუთო/ოდირის დასკვნა შეიცავს კრიტიკულ და სარეკომენდაციო ასპექტებს, რაზეც აუცილებლად გვექნება შესაბამისი რეაგირება“ – წერს წილოსანი.
ცესკო – ეუთო/ოდირის დასკვნა ადასტურებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები კარგად ადმინისტრირებული იყო
ეუთო/ოდირის დასკვნა აშშ 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ 👇🏻 1. მიუხედავად იმისა რომ ხმის მიცემის უფლება…
Posted by ნინო წილოსანი • Nino Tsilosani on შაბათი, 21 დეკემბერი, 2024