„ფსევდო ექსპერტები და პოლიტიკურად ანგაჟირებული ბიზნესმენები გვაშინებენ კრიზისი ეკონომიკაზე გადავაო…“- წერს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.
როგორც წილოსანი აღნიშნავს, ამის ფონზე, მსოფლიო ბანკმა იანვრის განახლებულ ანგარიშში საქართველოს 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა და 9%-მდე გაზარდა.
„ფსევდო ექსპერტები და პოლიტიკურად ანგაჟირებული ბიზნესმენები გვაშინებენ კრიზისი ეკონომიკაზე გადავაო… ამის პარალელურად, მსოფლიო ბანკმა იანვრის განახლებულ ანგარიშში საქართველოს 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა და 9%-მდე გაზარდა.
ისე კი,
თქვენ აქცია აქცია და რევოლუცია რევოლუციაზე მოაწყვეთ
გაფიცვები და პროვოკაციები აორგანიზეთ
თქვენს რესტორნებსა და კაფეებში მიმსვლელი ტურისტები დააშინეთ ჩაფურთხებით
და ვნახავთ როგორ აყვავდებით,“ – წერს ნინო წილოსანი.