LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო წილოსანი: „გუშინდელი აქცია მრავალრიცხოვანი არ იყო – უკვე საკუთარი ამომრჩევლის მობილიზებასაც ვეღარ ახდენენ, მათი ამომრჩევლის დიდი ნაწილიც თვლის, რომ არჩევნები სამართლიანად წააგეს“

210
ნინო წილოსანი

„ვიხილეთ გუშინდელი აქცია, რომელიც რა თქმა უნდა, მრავალრიცხოვანი არ იყო – უკვე საკუთარი ამომრჩევლის მობილიზებასაც ვეღარ ახდენენ, გამომდინარე იქიდან, რომ მათი ამომრჩევლის დიდი ნაწილიც თვლის, რომ არჩევნები სამართლიანად წააგეს“, – ამის შესახებ მედიასთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა განაცხადა.

როგორც მანვე აღნიშნა, ოპოზიცია ცდილობს მუხტი შეინარჩუნოს, რომელიც მათ სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებისთვის სჭირდებათ.

შალვა პაპუაშვილი: „ჩვენ თბილისმა კიდევ უფრო მეტად დაგვიჭირა მხარი, ვიდრე 2020 წელს – დედაქალაქში „ქართულმა ოცნებამ“ 45 000-ზე მეტი ხმა მიიღო, ვიდრე 2020 წელს“

„პოლიტიკაში თუ სპორტულ შეჯიბრში წაგებულმა წაგება უნდა აღიაროს. დეზინფორმაციაა ის, რომ მანდატებზე უარის თქმით და სიების ჩახსნით პარლამენტს უფლებამოსილება არ ექნება, თითქოს სალომე ზურაბიშვილს – სიმბოლურ პრეზიდენტს აქვს რაიმე უფლება და შეიძლება პარლამენტის პირველი სხდომა ვერ ჩაინიშნოს.

ეს დეზინფორმაცია, ერთი მხრივ, ჟურნალისტებისა და ვაი პოლიტიკოსების არაკომპეტენტურობის ბრალია, ხოლო მეორე მხრივ, იმ მავნებელი პოლიტიკოსების დამსახურებაც არის, ვინც ძალიან კარგად იცის, რომ ამ ყველაფრისგან ხეირს ვერ ნახავენ, მაგრამ ამას მაინც ამბობენ“. – განაცხადა ნინო წილოსანმა.

ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე: „სამარცხვინოა, რომ ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაცია ლეგიტიმაციას ახდენს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების, რომელიც ავტორიტარულად ცდილობს ხელში ჩაიგდოს თავისუფლებისმოყვარე ქვეყანა“

გამოყენებულია Ezz Gaber-ის ფოტო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g