LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო წილოსანი: „კითხვას ვსვამთ, რა შედეგი სურს ჩვენს მეგობარ ქვეყანას [ბრიტანეთს] სანქციების გამოშვებით და შემთხვევით, ხომ არ უკავშირდება ეს კონკრეტულ პოლიტიკურ მიზნებს?!“

121
ნინო წილოსანი

„საკმაოდ გაუგებარია [გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებული] სანქციების მიზნობრიობა – კითხვას ვსვამთ, რა შედეგი სურს ჩვენს მეგობარ ქვეყანას ამ სანქციების გამოშვებით და შემთხვევით, ხომ არ უკავშირდება ეს კონკრეტულ პოლიტიკურ მიზნებს?!“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

აღნიშნულით პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გაერთიანებული სამეფოს მიერ 4 ქართველი თანამდებობის პირის დასანქცირებას გამოეხმაურა.

ჟურნალისტების დამაზუსტებელ კითხვაზე, თუ რას გულისხმობს „პოლიტიკურ მიზანში“, წილოსანმა უპასუხა, რომ „კითხვა იმიტომ არის რიტორიკული, რომ პასუხს თავად სანქციების დამწესებლისგან ითხოვს“.

„ეს დიდი ბრიტანეთის იმიჯს დიდ დარტყმას აყენებს“ – ალუდა ღუდუშაური სანქციებზე

აქტივების გაყინვა და სამოგზაურო აკრძალვა – გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ კიდევ ოთხ ქართველ ოფიციალურ პირს სანქციები დაუწესა

სანქციები ითვალისწინებს აქტივების გაყინვას, დირექტორის დისკვალიფიკაციის სანქციასა და სამოგზაურო აკრძალვას.

წილოსანის თქმით, გაუგებარია, ვისზე ზემოქმედებისთვის დააწესა გაერთიანებულმა სამეფომ აღნიშნული სანქციები.

„სამწუხაროდ, სანქციები ძირითად შემთხვევაში, კონკრეტული პოლიტიკური ზეწოლის და ზემოქმედების საშუალებად გამოიყენება. ამ შემთხვევაში მცირედ გაუგებარია, ვისზე ზემოქმედებისთვის არის აღნიშნული [სანქციები] მიმართული.

გენერალურმა პროკურორმა, პირობითად, უნდა გამოიძიოს, მათ შორის, „ნაცების“ რეჟიმის დანაშაულები, ის უმნიშვნელოვანესი დარღვევები და დანაშაულები, რომელიც სახელმწიფო გადატრიალებას უკავშირდება.

დიდმა ბრიტანეთმა ლევან მურუსიძესა და მიხეილ ჩინჩალაძეს სანქციები დაუწესა

თუ ამ ადამიანის და მასთან ერთად სხვა სამართალდამცავების მუშაობის შეფერხებას ემსახურება ეს სანქცია, რა თქმა უნდა, საკმაოდ გაუგებარია თავად სანქციების მიზნობრიობა.

ამ შემთხვევაში კითხვას ვსვამთ – რა შედეგი სურს ჩვენს მეგობარ ქვეყანას ამ სანქციების გამოშვებით და შემთხვევით ხომ არ უკავშირდება ეს კონკრეტულ პოლიტიკურ მიზნებს?! კითხვა იმიტომ არის რიტორიკული, რომ ითხოვს პასუხს თავად სანქციების დამწესებლისგან“. – განაცხადა ნინო წილოსანმა.

ლევან მახაშვილი: „არასერიოზული და უსამართლოა, როცა ზოგიერთ სახელმწიფო, რომლებიც შედარებით ძლიერ მდგომარეობაში არიან, რადგან ევროპის ძლიერ ინსტიტუტებს ეფარებიან, შეუძლიათ, სუსტი დაჩაგრონ იმის გამო, რომ საქართველოს მოსახლეობის არჩევანი არ მოსწონთ“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g