„ქართული ოცნების“ დეპუტატი – ნინო წილოსანი „ლელო – საქართველოსთვის“ ამომრჩევლებს სოციალურ ქსელში მიმართავს და კითხვას სვამს, უჭერენ თუ არა, პარტიის ლიდერებს მხარს, მას შემდეგ, რაც პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ესმით.
წილოსანი ამ „ბიზნეს ქეისებში“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მოკავშირეობას უსვამს ხაზს და წერს:
„ჯაფარიძეს და ხაზარაძეს არაფერი აქვთ სათქმელი, ისინი საგამოძიებო კომისიაში მისვლას გაურბიან, ეს მათი არჩევანია – საქართველოში მოქმედებს კანონები და პროცედურები ამ კანონების მიხედვით გაგრძელდება“ – ირაკლი კობახიძე
პრემიერის თქმით, საქართველოში მოქმედებს კანონები და ამ კანონების მიხედვით გაგრძელდება პროცედურები.
„ლელოს ამომრჩეველს მინდა ვკითხო – რასაც საგამოძიებო კომისიაზე ისმენთ თქვენს მიერ არჩეული პარტიის ლიდერებზე, მათ მონაწილეობაზე ბიზნეს ქეისებში, მათ მოკავშირეობაზე ნაციონალურ მოძრაობასთან, ისევ რჩებით ამ პარტიის მხარდამჭერებად?“ – წერს ნინო წილოსანი.
ლელოს ამომრჩეველს მინდა ვკითხო – რასაც საგამოძიებო კომისიაზე ისმენთ თქვენს მიერ არჩეული პარტიის ლიდერებზე, მათ…
Posted by ნინო წილოსანი • Nino Tsilosani on Friday 11 April 2025