LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო წილოსანი: „მშვიდობიანი დამხობისკენ“ მოწოდება არის კანონსაწინააღმდეგო მოქმედება, რაც კანონით ისჯება, მოვითხოვ, ყველა ადამიანი, ვინც ამგვარ მოწოდებას ან მცდელობას განახორციელებს, კანონით შესაბამისად იყოს დასჯილი“

107
ნინო წილოსანი

„მშვიდობიანი დამხობისკენ” მოწოდება არის კანონსაწინააღმდეგო მოქმედება, რომელიც ისჯება კანონით, მოვითხოვ, ყველა ადამიანი, ვინც ამგვარ მოწოდებას ან მცდელობას განახორციელებს, შესაბამისად იყოს კანონით დასჯილი“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.

ნინო წილოსანის თქმით, რევოლუცია, დამხობა, აქციები, თუ სხვადასხვა პროვოკაციის მეშვეობით ხელისუფლების ცვლილება არის ხალხის ნებაზე ძალადობა და ყველანაირი ძალადობა არის დაუშვებელი.

„ხელისუფლების ცვლილების ერთადერთი დემოკრატიული და კონსტიტუციური გზა არის ხალხის ნება და არჩევნები, რომელიც 4 ოქტომბერს გაიმართება. ყველაფერი, რაც ხალხის ნებას ეწინააღმდეგება, არის ანტიდემოკრატიული, ანტიკონსტიტუციური და რაც მთავარია, ძალადობრივი. რევოლუცია, დამხობა, აქციები, თუ სხვადასხვა პროვოკაციის მეშვეობით ხელისუფლების ცვლილება არის ხალხის ნებაზე ძალადობა და ყველანაირი ძალადობა არის დაუშვებელი. ყველა ის პოლიტიკური ე.წ. პარტია, თუ ადამიანი, რომელიც აცხადებს, რომ შეიძლება „მშვიდობიანი დამხობა“ და „ლამაზი რევოლუცია”, ანტიკონსტიტუციურ და კანონსაწინააღმდეგო მოწოდებას აკეთებს.

რაც შეეხება მათ, ვინც არჩევნებში მონაწილეობას იღებს, იმედი მაქვს, არსებული პირები ბოლომდე დარჩებიან თავისი იდეის ერთგული, რომ არჩევნები არის ერთადერთი საშუალება, ხალხმა თავისი ნება გამოხატოს. იმედია, ბოლომდე დარჩებიან პრინციპული, რომ არ შეუერთდნენ იმ გიჟურ იდეას, რომელიც სასაცილო ფორმულირებით, „მშვიდობიან დამხობას“ შეესაბამება“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

თეა წულუკიანი: „ზოგიერთმა ფსიქოლოგები უნდა იქირავოთ, 5 ოქტომბრის დილას ეს დროშა მოსახსნელი იქნება მხრებიდან და უკუღმა რომ აცმევენ, ის „რუბაშკა“ მოსარგები ამავე მხრებზე“

გიორგი გახარია: „მოქალაქეებს ეუბნები, რომ 4 ოქტომბერი უნდა იყოს მშვიდობიანი დამხობის დღე და რევოლუციის რესურსი არ გაქვს, შემდეგ დააბრალებენ ხალხს, არასაკმარისი გამოვიდა, ჩვენ რა ვქნათო“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g