LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო წილოსანი მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

134
ნინო წილოსანი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს როლანდ პრაისს შეხვდა.

შეხვედრის მთავარი თემა იყო მსოფლიო ბანკის ანგარიში „ქალები, ბიზნესი და კანონი 2024“.

„შესაძლებლობა გვქონდა განგვეხილა ანგარიში „ქალები, ბიზნესი და კანონი“, რომელშიც მსოფლიოს ქვეყნები შეფასებულია ამ მიმართულებით არსებული კანონმდებლობების სრულყოფის კუთხით. საქართველოს 100-დან 88 ქულა აქვს, რაც საკმაოდ ნორმალური მაჩვენებელია, თუმცა ვნახეთ ხარვეზები, რომლებიც შეიძლება აღმოიფხვრას. არაერთხელ გვითქვამს, რომ ქალები შეიძლება იყვნენ ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა, ეკონომიკის ზრდის სტიმული და ამ ჭრილში მსოფლიო ბანკის საერთაშორისო ჯგუფთან და ექსპერტებთან კომუნიკაცია გვექნება, რათა უფრო დეტალური გეგმა ან ანგარიში გაიწეროს საქართველოსთვის. მსოფლიო ბანკი არაერთ უმნიშვნელოვანეს რეფორმატორულ პროექტს ახორციელებს საქართველოში და ვფიქრობ, რომ ქალების ეკონომიკური გაძლიერების კუთხითაც შევძლებთ ახალი იდეის ფორმირებას“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ნინო წილოსანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები