LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო წილოსანი: „ნიკა მელიასა და „გირჩების“ დაბალი ხარისხის ეთერმა, რომელიც, ალბათ არ გაგიკვირდებათ და მელიამ გახადა უხარისხო, კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ რა ფარული სიგიჟე ტრიალებს ოპოზიციაში“

369
ნინო წილოსანი

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიასა და პარტია „გირჩის“ ლიდერებს შორის, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გამართულ დებატებს „ქართული ოცნების“ დეპუტატი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„როგორ შეიძლება მთავარი ტოქშოუ მიჰყავდეს მთავარ ჟურნალისტს და არ გქონდეთ იმის თქმის შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში რეჟიმს ჰყავს 53 ახალი პოლიტპატიმარი… „გირჩი 36“ ივანიშვილის უბადლო მოკავშირეა…“ – მწვავე დისკუსია და დაპირისპირება საზოგადოებრივ მაუწყებელზე, რას ამბობს ნიკა მელია და რას პასუხობენ „გირჩში“

როგორც ნინო წილოსანი წერს, აღნიშნულმა დებატებმა რამდენიმე რამ გამოააშკარავა:

„ნიკა მელიასა და „გირჩების“ დაბალი ხარისხის ეთერმა, რომელიც, ალბათ არ გაგიკვირდებათ და მელიამ გახადა უხარისხო, კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ რა ფარული სიგიჟე ტრიალებს ოპოზიციაში, ამავდროულად გამოააშკარავა, რომ:

– სწორედ კეზერაშვილს უკავშირდება გვარამია-მელიას დაფინანსება;

– 4 ნომრის ხმები არის მიშასთვის მოპარული ნაცების ხმები!

– როგორი ინტელექტუალური დეფიციტი აქვთ, როცა დებატებში მელიას უშვებენ, ყველა სხვა დანარჩენს კი ეშინია „გირჩების“ ლოგიკის;

– როგორი სიმახინჯე წარმოუდგენიათ რადიკალებს სატელევიზიო დებატები – არ უნდა ალაპარაკონ არავინ, უნდა ლანძღონ ჟურნალისტი, რომელმაც დებატები მოუწყო, ამასთანავე არ უნდა უპასუხონ დასმულ შეკითხვებს, რადგან სიმართლის ეშინიათ.

ამ ფაქტორების გათვალისწინებით ფანტასტიკური ეთერი იყო.

თვითმმართველობის არჩევნებზე, იმედი მაქვს, გაითვალისწინებს ამ ყველაფერს მათი ამომრჩეველი, თუმცა შესაძლოა პირიქით უფრო მეტი რადიკალი „დაპორტირდეს” მიშას ნაცებიდან, იმისთვის რომ მეტი დესტრუქცია შემოიტანონ ქართულ პოლიტიკაში“, – წერს ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.

ნიკა მელიასა და „გირჩების“ დაბალი ხარისხის ეთერმა, რომელიც, ალბათ არ გაგიკვირდებათ და მელიამ გახადა უხარისხო, კიდევ…

Posted by ნინო წილოსანი • Nino Tsilosani on ორშაბათი, 27 იანვარი, 2025

ცნობისათვის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიასა და პარტია „გირჩის“ ლიდერებს – იაგო ხვიჩიას, ვახო მეგრელიშვილს, ჰერმან საბოსა და ალექსანდრე რაქვიაშვილს შორის დებატები გაიმართა 27 იანვარს, საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „აქტუალური თემა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g