LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო წილოსანი PACE-ში დაგეგმილ დებატებზე: „აშანტაჟებენ ჩვენს ქვეყანას, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს აშინებენ იმ ბენეფიტების წართმევისგან, რომელიც სამართლიანად დავიმსახურეთ, მაგალითად, ვიზალიბერალიზაცია“

264
ნინო წილოსანი

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს შესახებ გასამართ დებატებს ეხმაურება.

მისი სიტყვებით, უსამართლო, დეზინფორმაციული განცხადების, დებატებისა და რეზოლუციების მიზანი საქართველოს დაშანტაჟებაა. ნინო წილოსანის თქმითვე, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს აშინებენ იმ სარგებლის წართმევისგან, რომელიც ქვეყანამ დაიმსახურა.

„თუ კითხვას დავსვამთ, რატომ ხდება ამდენი უსამართლო და დეზინფორმაციული განცხადება, დებატებისა თუ რეზოლუციების მოწყობა და მიღება, პასუხი არის აპრიორი ის, რომ გვაშანტაჟებენ – აშანტაჟებენ ჩვენს ქვეყანას. თითოეულ ჩვენს მოქალაქეს აშინებენ იმ ბენეფიტების წართმევისგან, რომელიც ჩვენ სამართლიანად დავიმსახურეთ, მაგალითად, ვიზალიბერალიზაცია.

რა თქმა უნდა, ეს ემსახურება მთლიანად ამ ქვეყნის დაშანტაჟებას იმისთვის, რომ გახდეს კოლონია და ვიღაც ვითომ ჩვენზე უპირატესი ადამიანების დაქვემდებარების ქვეშ“, – ამბობს ნინო წილოსანი.

ცნობისათვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დღევანდელ სხდომაზე დაგეგმილია დებატები სახელწოდებით – „საქართველოში პოლიტიკური დევნის წინაშე მყოფი პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდება“. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, დებატები დღის მეორე სესიაზე გაიმართება, რომელიც თბილისის დროით, 17:00 საათზე დაიწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g