LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო წილოსანი: პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ ისევ გვეძალება… მავნებლური პოლიტიკური დაჯგუფების გასამართლება და აკრძალვა ჩვენი პარტიის წინასაარჩევნო დაპირებაა“

121
ნინო წილოსანი

„ამ დაჯგუფების გასამართლება ლეგიტიმური მიზანი და ქართველი ხალხის დაკვეთაა. „ნაციონალური მოძრაობა“ აუცილებლად გასამართლდება და ქართველი ხალხის ეს დაკვეთა 2024 წლის არჩევნების შემდეგ რეალობად იქცევა“ – აღნიშნული განცხადება მმართველი გუნდის წევრმა ნინო წილოსანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა.

წილოსანის განცხადებით, დემოკრატიული სახელმწიფოსთვის დამაზიანებელია ის, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ წლებია ემსახურება.

მისი განმარტებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ანტიდემოკრატიული, ანტიჰუმანური და ანტიადამიანური ქმედებები უკავშირდება.

როგორც წილოსანმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, „მავნებლური პოლიტიკური დაჯგუფების გასამართლება და აკრძალვა ჩვენი პარტიის წინასაარჩევნო დაპირებაა“:

შალვა პაპუაშვილი: „პარტიები, რომლებიც მოქალაქეებისგან პარლამენტში მანდატს ითხოვენ, სხდომასაც კი არ ესწრებიან… მათ ქართველი ხალხის მსახურებას, ალბათ, კონფერენციაზე დასწრება ამჯობინეს და იქიდან საქართველოს გმობა“

„დღეს ბიუროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წერილი გამოგვიგზავნა, რომ ბოიკოტს უცხადებს პარლამენტს და სხდომებში მონაწილეობას არ მიიღებს. თავისთავად, მათ საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობა ხომ ცალკე ირონია არის, მაგრამ მინდა შეგახსენოთ, რომ ეს ის პარტია არის, რომლის გასამართლებასაც ქართველი ხალხი 2012 წლიდან ითხოვს. სხდომების ბოიკოტირება კი არა, თავად ქართულ პოლიტიკაში ამ პარტიის მონაწილეობა სრული ანომალია და უფრო მეტიც, ეროვნული სირცხვილია. „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას“ ბრალი მიუძღვის ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს წინაზე, როგორც ქვეყნის ინტერესებისთვის საზიანო და ანტისახელმწიფოებრივი დაჯგუფება. ამის ფონზე ისინი რომ ისევ პოლიტიკაში რჩებიან, არის დაუშვებელი. მავნებლური პოლიტიკური დაჯგუფების გასამართლება და აკრძალვა ჩვენი პარტიის წინასაარჩევნო დაპირებაა. მსოფლიო პრაქტიკა ანტისახელმწიფოებრივი პარტიების გასამართლება-აკრძალვასთან დაკავშირებით ჩვენს შემთხვევაში ვერ გახდება კრიტიკის საფუძველი მიუხედავად შესაძლო მცდელობისა…

2023 წლიდან ეს პარტიად წოდებული „დაჯგუფება“ არაერთი ანტიკონსტიტუციური და ანტისახელმწიფოებრივი ქმედების სათავეშია. მათ ანგარიშზეა დაკარგული ტერიტორიები, დარბეული მედია, დატერორებული ბიზნესი, ნაწამები პატიმრები, უსამართლოდ მოკლული ახალგაზრდები. ასე უსასრულოდ გრძელდება იმ დანაშაულებრივი ქმედებების ჩამონათვალი, რომელთა ნაწილზეც დღეს უკვე ინდივიდუალურად მათი არაერთი ლიდერია გასამართლებული და დამნაშავედ ცნობილი, მაგრამ პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ ისევ გვეძალება. ფაქტია, ოპოზიციაში ყოფნისას მათ არანაკლებ მავნებლური მიზნები ამოძრავებდათ. ასოცირების შეთანხმების ხელისშეშლიდან დაწყებული, ქვეყნის შიდა არეულობით და ქვეყანაში საომარი მდგომარეობის დაწყების სურვილით დასრულებული. ეს არის „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“, მისი სახე და ხელწერა, როგორც არ უნდა გადაჯგუფდნენ ისინი, ჯამი უცვლელია და ეს ჯამი არის ბოროტი „ნაცკლასტერი“, – განაცხადა წილოსანმა.

გიორგი ვაშაძე: „მინდა მამუკა მდინარაძეს დავუსვა კითხვა, რა არის სიცრუე მამუკა, ის, რომ „რუსული კანონის“ მიღებით ევროკავშირში ინტეგრაციას შეაჩერებთ?“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები