LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო წილოსანი: „ქალები ყველაზე ომახიანად აგინებდნენ ჩვენს მხარდამჭერებს და ყველაზე უმსგავსოდ იქცეოდნენ, ისინი მსხვერპლი კი არა, მოძალადეები იყვნენ – ფაშისტები არიან ქალებიც და კაცებიც“

115
ნინო წილოსანი მელიქიშვილზე განვითარებულ მოვლენებზე

„მოძალადე ჯგუფებში გამოყოფთ ქალებს, რომლებიც ყველაზე ომახიანად აგინებდნენ ჩვენს მხარდამჭერებს და ყველაზე უმსგავსოდ იქცეოდნენ. ამით გინდათ, რომ ეს ყველაფერი როგორც ქალთა ძალადობა ისე გაიტანოთ – რეალურად, ყველაზე დიდი საფრთხის ქვეშ იმ ქალებს აყენებთ, ვინც მართლა ძალადობის ქვეშ არიან ოჯახებში თუ სხვადასხვა პარტნიორულ ურთიერთობებში“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბთან განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

მელიქიშვილის გამზირზე დაშავებულ აქციის რამდენიმე მონაწილეს სამედიცინო დახმარება დასჭირდა

„ან გაერკვიეთ საქმეში, ან ისწავლეთ, რომ იცოდეთ, როგორი სტანდარტი უნდა დაიცვათ, როცა მოძალადე, ფაშისტურ აქტივიზმში ჩართული ადამიანები, მათ შორის ქალები, მსხვერპლებად არ გამოიყვანოთ. ისინი მსხვერპლები არ იყვნენ, ისინი იყვნენ მოძალადეები. თავიდან ბოლომდე მაქვს ყველაფერი ნანახი… ფაშისტები იყვნენ ქალებიც და კაცებიც – სამწუხაროა, რომ ჩვენს რეალობაშიც ეს ფაშისტური დაჯგუფება ქალებითაც არის დაკომპლექტებული“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

შსს: მელიქიშვილის გამზირზე მოქალაქეებს შორის მომხდარი დაპირისპირების ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს

კითხვაზე, უნდა დაისაჯოს თუ არა კაცი, რომელმაც მელიქიშვილზე მიმდინარე აქციაზე ქალს ხელი დაარტყა, წილოსანმა უპასუხა, რომ ის არ არის სამართალდამცავი სტრუქტურა და სამართლებრივ შეფასებას ვერ გააკეთებს.

„პოლიტიკურად შევაფასებ და ვიტყვი, რომ ფაშისტური დაჯგუფება, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში გადაადგილდება დედაქალაქში, ყველა ადამიანს ავიწროებს – განურჩევლად სქესისა და ასაკისა, მოქალაქეებს უზღუდავენ გადაადგილებას და ამას სპეციალურად აკეთებენ იმისთვის, რომ რაღაცით პასუხგაცემული იყოს. ზუსტად ეს ფაშისტური დაჯგუფება მიუვარდა ჩვენს ჯგუფს, აგინებდნენ და შეურაცხყოფდნენ, მოუწყვეს პატარა აგრესიული მიტინგი. ამ ყველაფრის ფონზე, როცა ადამიანებმა საკუთარი ემოციით გამოხატეს მოქმედება, ჩემთვის ეს პოლიტიკური შეფასება გასაგებია. ეს ფაშისტური დაჯგუფება, როგორც ჩანს, დაკომპლექტებულია ქალებისგან, რომლებიც სამწუხაროდ, კარგად არიან დატრენინგებული, როგორ გამოიყვანონ ადამიანი წყობიდან“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

შეგახსენებთ, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან ხმაური და დაპირისპირება იყო. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ფიზიკური დაპირისპირებისას აქციის 10-ზე მეტი მონაწილე დაშავდა, მათ შორის არიან მედიის წარმომადგენლები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g