LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო წილოსანი: „თუ FARA ძალიან წარმატებით მუშაობს აშშ-ში, გაუგებარია ვენეციის კომისია რატომ გვიკრძალავს ქართველებს, რომ გვქონდეს იდენტური გამჭვირვალობა“

110
ნინო წილოსანი

„იმ პირობებში, როდესაც FARA-ს კანონმდებლობა ძალიან კარგად და წარმატებით მუშაობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, გაუგებარია ვენეციის კომისია, რატომ გვიკრძალავს ქართველებს, რომ გვქონდეს იდენტური გამჭვირვალობა და, შესაბამისად, ვაკონტროლოთ უცხოური გავლენები ჩვენს ქვეყანაში“, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წარმომადგენელმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

ირაკლი ფავლენიშვილი: „შეუძლებელია, ვენეციის კომისიას სხვანაირი დასკვნა დაედო – მათ შეიძლება ვუწოდოთ დიქტატურის 4 კანონი“

ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

წილოსანის განცხადებით, „როგორც ჩანს ვენეციის კომისიამ გადაწყვიტა, რომ გამჭვირვალობა უკანონოდ გამოაცხადოს“. მისივე განცხადებით, „აღნიშნული დასკვნა არის საკმაოდ უხეში ჩარევა საქართველოს სუვერენიტეტში“:

„როგორც ჩანს ვენეციის კომისიამ გადაწყვიტა, რომ გამჭვირვალობა უკანონოდ გამოაცხადოს და ის საფუძვლები, რომლებიც ჩვენს კანონმდებლობას, მათ შორის, გამჭვირვალობის შესახებ იქნება ეს თუ FARA-სთან იდენტურ კანონს აქვს, აღნიშნოს, რომ ეს კანონი არ ეკუთვნის საქართველოს. თუ იმ პირობებში, როდესაც FARA-ს კანონმდებლობა ძალიან კარგად და წარმატებით მუშაობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, გაუგებარია ვენეციის კომისია რატომ გვიკრძალავს ქართველებს, რომ გვქონდეს იდენტური გამჭვირვალობა და შესაბამისად ვაკონტროლოთ უცხოური გავლენები ჩვენს ქვეყანაში. ასევე, საინტერესო არის, რომ მათ დასკვნაში მინიმუმამდე არის დაყვანილი სამართლებრივი არგუმენტები და უფრო მეტად აპელირება ხდება პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე, რაც ვფიქრობ, რომ არც ვენეციის კომისიის და არც რომელიმე სხვა გარე აქტორის გადასაწყვეტი არ არის. ამ კუთხითაც, აღნიშნული დასკვნა არის საკმაოდ უხეში ჩარევა საქართველოს სუვერენიტეტში“, – აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი.

შეგახსენებთ, ვენეციის კომისია „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ” კანონზე, „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებებსა და „უცხოური გავლენის“ შესახებ სხვა კანონებზე მოსაზრებას აქვეყნებს.

ქართულ FARA-სთან დაკავშირებით ვენეციის კომისია უთითებს, რომ სიცხადისა და სიზუსტის ნაკლებობა ძირს უთხრის განჭვრეტადობას და სამართლებრივ გარკვევადობას. აღნიშნულია, რომ საერთო ჯამში, ქართული FARA-ს მიერ დადგენილი სამართლებრივი რეჟიმი საფრთხეს უქმნის კანონის უზენაესობას, სამოქალაქო სივრცეს და დემოკრატიულ თავისუფლებებს. დოკუმენტის თანახმად, ვენეციის კომისიის წინა რეკომენდაციების შესაბამისად, რეკომენდებულია ქართული FARA-ს გაუქმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g