„გუშინ, ვინც ირაკლი კობახიძესა და შალვა პაპუაშვილს უსმინეთ, კიდევ ერთხელ დარწმუნდებოდით უშეცდომო ფორმულაში“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.
აღნიშნულით პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებებს გამოეხმაურა და დაწერა:
ირაკლი კობახიძე: „ჩვენ ყველანაირი მოვლენების განვითარებისთვის უნდა ვიყოთ მზად, ისეთი რთული პროცესები გამოვიარეთ გასული სამი წლის განმავლობაში, ვფიქრობ, ამის იქით ვერავინ მოგვერევა“
„ევროპაში „დიფ სთეითისთვის“ უფრო ადვილი იყო ფეხის მოკიდება, საკუთარი აგენტურის გაშლა, მათ შორის, უმაღლესი ხელისუფლების დონეზე“
„გუშინ, ვინც ირაკლი კობახიძესა და შალვა პაპუაშვილს უსმინეთ, კიდევ ერთხელ დარწმუნდებოდით უშეცდომო ფორმულაში: კრებსითი „ნაცმოძრაობა“ = ქვეყნის ინტერესების ღალატს!
საერთაშორისო გამჭვირვალობა და მსგავსი ენჯეოები = უცხო აგენტურას! ეს ქვეყანა პატრიოტი ადამიანების დასაცავია და ასე გავაგრძელებთ!!!“. – წერს ნინო წილოსანი.