LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო წილოსანი: „ყველაფერი კეთდება, რომ გამჭვირვალობის პრინციპი გააშავონ – პიარულად მომგებიანია ის, რომ ახლა, ამ ეტაპზე, მათ საკონსტიტუციო სარჩელები შეიტანონ“

308
ნინო წილოსანი

„ყველაფერი კეთდება, რომ გამჭვირვალობის პრინციპი გააშავონ. შესაბამისად, პიარულად მომგებიანია ის, რომ ახლა, ამ ეტაპზე, მათ საკონსტიტუციო სარჩელები შეიტანონ“, – ამ განცხადებით „ქართული ოცნების“ დეპუტატი ნინო წილოსანი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გაუქმების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში რამდენიმე სარჩელის შეტანას გამოეხმაურა.

მისი თქმით, „გამჭვირვალობის კანონი“ რომ დემოკრატიის პრინციპების ანბანს შეესაბამება, ეს არაერთხელ დადასტურებულა, მათ შორის გამჭვირვალობის აუცილებლობასთან დაკავშირებით უფრო მეტი განცხადებები [გაკეთდა] ევროპარლამენტის ფარგლებში, სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე თუ ბრიტანეთში გამართულ სამიტზე.

ირაკლი კობახიძე: „გამჭვირვალობის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს ვერავითარი პერსპექტივა ვერ ექნება, სალომე ზურაბიშვილმა კი აღიარა, რომ ქვეყანას ჰყავს კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი

„თავად ეს საკონსტიტუციო სარჩელები, რას ემსახურება, ალბათ, ყველასთვის ძალიან ცნობილია. ამ პრინციპის ამოქმედების დაანონსებიდან დღემდე ყველაფერი კეთდება, რომ გამჭვირვალობის პრინციპი გააშავონ და შესაბამისად, პიარულად მომგებიანია ის, რომ ახლა, ამ ეტაპზე, მათ საკონსტიტუციო სარჩელები შეიტანონ.

პრეზიდენტის სარჩელის შემდგომ როგორც ვიცი, სხვა სარჩელებიც შედის. რაც უფრო მეტი სარჩელი შევა, მათი აზრით, უფრო უკეთესი „ჰედლაინი“ გავა მედიასივრცეში, რომ მასიურად აპროტესტებენ ამ კანონის ამოქმედებას.

ირაკლი კობახიძე: „გამჭვირვალობის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს ვერავითარი პერსპექტივა ვერ ექნება, სალომე ზურაბიშვილმა კი აღიარა, რომ ქვეყანას ჰყავს კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი“

„შეუძლებელია უბრალოდ იმის მტკიცება, რომ გამჭვირვალობა არის ცუდი, სამართლებრივად არის არასწორი. ამის მტკიცება არის უბრალოდ შეუძლებელი.“

თუმცა, ჩვენ ალბათ, კიდევ ერთხელ, დავრწმუნდებით,რომ ეს „ფეიკ ნიუსები“ რეალურად არც პოლიტიკას ქმნის და არც ადამიანების და ქვეყნების განწყობებს.

საქართველოში ქართველი ხალხის განწყობა ვიცით, რამდენად ეთანხმებიან გამჭვირვალობის პრინციპს, მათ შორის არჩევნებიც დაადასტურებს იმას, რომ „ქართული ოცნების“ მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ იქნება დიდი დასტური ამ პრინციპის ამუშავებისთვის“. – განაცხადა ნინო წილოსანმა.

„რა ინგრედიენტებითაც არ უნდა ხდებოდეს ოპოზიციური კერძის მომზადება, არის განწირული“ – წილოსანი ოპოზიციაზე

პოპულარულები