სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილი ღამურასავით არის – აღარც იქაა, ვინც აირჩია და აღარც იმას ეკუთვნის, ვისაც ახლა მიეკედლა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა ნინო წილოსანმა განაცხადა.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი თავად არის დიდი შეცდომა.
„მან იცის, რომ ხალხის არანაირი მხარდაჭერა არ აქვს. სამწუხაროდ, მან სრულად დაკარგა იმ ადამიანების მხარდაჭერა, რომელმაც აირჩია.
ეს ადამიანები ზუსტადაც რომ „ქართული ოცნების“ ამომრჩევლები იყვნენ და ჩვენი პარტიის ეგიდით დაუჭირეთ მას მხარი. სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილი ღამურასავით არის – აღარც იქაა, ვინც აირჩია და აღარც იმას ეკუთვნის, ვისაც ახლა მიეკედლა.
ამიტომ, ეს ღამურა, ვითომდა პოლიტიკოსი დარჩება ყველანაირი ძალაუფლების, ყველანაირი რეპუტაციის გარეშე და სამწუხაროდ, ისტორიაში შევა როგორც ძალიან მძიმე ლაქა ამ ქვეყნისთვის“, – აღნიშნა წილოსანმა.