საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ნინო ზამბახიძე სოციალურ ქსელში წერს, როგორი ერთმანეთის გამომრიცხავია ის რეკომენდაციები, რომლებაც ტელევიზიით ვისმენთ კოვიდ-19-თან მიმართებაში.
გთავაზობთ მის პოსტს:
“კოვიდ 19 და მსოფლიო!
არ გაიკეთოთ ნიღბები იმიტომ, რომ ნიღაბი არ იცავს კორონასგან, თუმცა უნდა გაიკეთოთ ნიღბები, რომ კორონასგან დაიცვათ თავი.
არ გახვიდეთ გარეთ, რადგან დაიცვათ თავი ეპიდემიის გავრცელებისგან, მნიშვნელოვანია სუფთა ჰაერზე სიარული, რადგან კორონასგან დაიცვათ თავი.
არ გადაადგილდეთ მსუბუქი ავტომანქანით სამ კაცზე მეტი, რათა თავიდან აცილებული იქნას ეპიდემია, თუმცა უნდა გადაადგილდეთ სამარშუტო მანქანით, არა უმეტეს 8 ადამიანისა, რათა დაიცვათ თავი ეპიდემიისგან.
არ მიირთვათ ბევრი საკვები, რათა ორგანიზმა შეძლოს ბრძოლა ვირუსთან, მნიშვნელოვანია კარგად კვება, რათა ორგანიზმი ებრძოლოს ვირუსს.
ტესტები, რომლებსაც მასობრივად ატარებენ, უხარისხობის გამო შესაძლოა იყოს მცდარი და კოვიდდადებითი აჩვენოს, თუმცა მნიშვნელოვანია მასობრივად ტესტის ჩატარება, რათა გავიგოთ, ვართ თუ არა კოვიდ დადებითი.
რა გირჩევნია, საშინელი უსასრულობა თუ უსასრულო საშინელება, ამ სერიიდან არის ეს ყველაფერი უკვე მთელ მსოფლიოში! ?????
P.s შეშლილი, შეშლილი, შეშლილი მსოფლიო!”