ვარშავაში უკრაინელებმა და პოლონელებმა პერფორმანსი მოაწყვეს.
მათ კულტურის სახლის წინ 4000 უდანაშაულო გარდაცვლილი ადამიანი განასახიერეს.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს ფერმერთა ასოციაციის პრეზიდენტი ნინო ზამბახიძე წერს.
“ვარშავაში 4000-მა უკრაინელმა და პოლონელმა რუსეთის აგრესიის და სისასტიკის შედეგი აჩვენეს მსოფლიოს! მათ კულტურის სახლის წინ 4000 უდანაშაულო გარდაცვლილი ადამიანი განასახიერეს!”- წერს ნინო ზამბახიძე.