LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინოწმინდაში კაზარიანების ოჯახში მე-14 შვილი დაიბადა – „ასეთი შემთხვევა ბუნებაში იშვიათია“

427
დედა და დანიელი

ორი დღის წინ დაბადებულმა დანიელის ოჯახმა უკვე მიიღო საჩუქარი. კომპანია Net.com-ი პატარა დანიელის ოჯახს მთელი წლის განმავლობაში უფასო ინტერნეტით უზრუნველყოფს. ამის შესახებ JNEWS წერს.

21 ივნისს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძაში მცხოვრებ კაზარიანების მრავალშვილიან ოჯახს კიდევ ერთი წევრი შეემატა. ვარდუი კაზარიანმა, 21 ივნისს, ახალქალაქის რეფერალურ საავადმყოფოში, მე-14 შვილი – დანიელი გააჩინა.

დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს. ვარდუი კაზარიანი ამბობს, რომ თუ ღმერთი ინებებს, შვილს კიდევ გააჩენს.

დანიელი 2.600 კგ. დაიბადა. ექიმები დედის ჯანმრთელობითა და მშობიარობის შემდგომი სწრაფი აღდგენის უნარით გაოცებულები არიან.

„ასეთი შემთხვევა ბუნებაში იშვიათია. 25 წელია ქალებს მშობიარობისას ვეხმარები. აქადმე მე-9 შვილის დედა მყავდა ნამშობიარები. ეს პირველი შემთხვევაა მთელ ჩემს კარიერაში“, – ამბობს გინეკოლოგი არმენუი რსტაკიანი.

კაზარიანებს 8 ვაჟი და 6 ქალიშვილი ჰყავთ: აკობი, ალექსანი, ჰოვანესი და მანუკი უკვე სტუდენტები არიან,

ხოლო ნარე, ჰარუტი, დავითი, არპი, მარიამი, გოჰარი, მკრტიჩი და ლუსინე სკოლისა და სკოლამდელი ასაკის.

ახლა კი მათ რიცხვს პატარა დანიელიც შეემატა, რომლის აღზრდაშიც მონაწილეობას დანარჩენი და-ძმა მიიღებს.

კაზარიანების ოჯახი მუნიციპალიტეტისგან ერთჯერად – 600-ლარიან დახმარებას, სახელმწიფოსგან კი ორი წლის განმავლობაში თვეში 200 ლარს მიიღებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g