ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მწყემსი გარდაცვლილი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, მწყემსის ცხედარი ოჯახის წევრებმა იპოვეს.
მამაკაცი საგარეჯოდან არის, სამცხე-ჯავახეთში კი საზაფხულო საძოვრებზე იმყოფებოდა.
თავიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ის მოკლული იყო, რაც არ დადასტურდა.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინსიტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.