LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინოწმინდის ბავშვთა სახლის მიმართ მიმდინარე პროპაგანდისტული შტურმი, პირდაპირ კავშირშია ე.წ. ლგბტ კვირეულის ორგანიზებასთან: ანდრია ჯაღმაიძე​

59
jagmaidze

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე ნინოწმინდის მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა სახლის მიმართ მიმდინარე მოვლენებს “პროპაგანდისტულ შტურმს” უწოდებს და მას ლგბტ კვირეულის ორგანიზებასთან აკავშირებს.

“ნინოწმინდის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლის მიმართ მიმდინარე გაუგონარი პროპაგანდისტული შტურმი, თავისი ბუნებით და დროის მიხედვით, პირდაპირ კავშირშია ივლისში დაანონსებული ე.წ. ლგბტ კვირეულის ორგანიზებასთან. ეს არის შესავალი და მოსამზადებელი ეტაპი, რაც ემსახურება ეკლესიის დისკრედიტაციას მოსახლეობის ფართე მასებში”,-წერს ანდრია ჯაღმაიძე.

mazda magti 5g