LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Nintendo-მ საკუთარი კონსოლის ახალი ვერსია წარმოადგინა (ვიდეო)

63

იაპონურმა კომპანიამ საკუთარი კონსოლის განახლებული ვერსია წარმოადგინა. New Nintendo 2DS XL გაცილებით პორტატულია და მისი მოთავსება საშუალო ზომის ჯიბეშიც შესაძლებელია. ახალმა Nintendo 2DS -მა მიიღო განახლებული ფორმა, შემცირებულია დისფლეის ირგვლივ ჩარჩოს ზომა, რამაც თავად დისფლეის გაზრდა გამოიწვია. მოწყობილობა გაყიდვაში 2017 წლის 28 ივლისს ჩაეშვება და მისი ფასი 150 დოლარამდე იქნება.

ახალი კონსოლის გამოსვლისთანავე ხელმისაწვდომი იქნება სამი ახალი თამაში: Hey! Pikmin, Miitopia და Dr Kawashima’s Devilish Brain Training: Can you stay focused. აღსანიშნავია, რომ ახალ მოწყობილობასთან თავსებადი იქნება ყველა ის თამაში, რომელიც გაჯეტის წინამორბედზეც იყო ხელმისაწვდომი.

https://youtu.be/3lxNHhgMuTg

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები