ბლოგერმა ნინუცა ორჯონიკიძემ სალომე კასრაძის პოდკასტში მამა-შვილის განსაკუთრებულ სიყვარულზე ისაუბრა და მასთან დაკავშირებული ემოციური მომენტები გაიხსენა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მამა ფიზიკურად აღარ არის ცოცხალი, ის კვლავაც გრძნობს მის თანადგომასა და სიყვარულს.
„ჩემი ყველაზე დიდი მხარდამჭერი იყო მამაჩემი… ვერ ვიტყვი, რომ იყო — ის სულ არის.
ბევრი ვერ ხვდება, ამბობენ: „კარგი, ვის არ დაღუპვია?“, მაგრამ იცი, რით ვაწყნარებ თავს?
ადამიანები შეიძლება მოკვდნენ ისე, რომ ვერ იგრძნონ ნამდვილი სიყვარული. მე კი ზუსტად ვიცი, რა არის ეს გრძნობა,“ – აღნიშნა ორჯონიკიძემ.
„ახლაც ვგრძნობ მის გვერდით დგომას… როცა სიყვარული ნამდვილია, ყველგან გიპოვის. მამა სულ მეუბნებოდა: „კი ხარ გოგო, მაგრამ ანდროზე (ძმა) ნაკლები არ უნდა იყოო.. მან მასწავლა, როგორ არ დავჩაგრულიყავი“, – ამბობს ბლოგერი.