საქართველოში ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს. 12 იანვრამდე აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან მოსალოდნელია ძლიერი თოვა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი-სურამის გზის მონაკვეთზე დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძალიან ძლიერი ქარი (32-34 მ/წმ).
მათივე ცნობით, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია ნისლი, ქარბუქი, ხილვადობის გაუარესება, ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე მოყინულობა.