LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Nissan-მა ახალი Juke-ის მორიგი თიზერი გამოაქვეყნა

108
nissan-jule-news19

იაპონურმა ავტომწარმოებელმა Nissan-მა ახალი თაობის Juke-ის მეორე თიზერი გაავრცელა. გამოსახულებაში მოდელის წინა ნაწილის ნახვაა შესაძლებელი.

მეორე თიზერში კომპანიას არაფერი ახალი არ უთქვამს და ავტომოყვარულებს მხოლოდ ვიზუალური მხარე წარუდგინა. როგორც მოსალოდნელი იყო, ავტომობილმა ნაცნობი ხაზები შეინარჩუნა, თუმცა ბევრი რამეც დახვეწა. მრგვალი ფარებიც ისევ თავის ადგილზეა, თუმცა შეცვლილი დიზაინით.

Nissan Juke-ის ახალი თაობა CMF-B-ის პლატფორმაზეა აგებული და ბრენდმა ის Renault-თან თანამშრომლობით შექმნა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ სიახლე 1,0 ან 1,3 მოცულობის ძრავს მიიღებს და მისი სიძლიერე 200 ცხენის ძალა იქნება.

Juke-ის ოფიციალური პრემიერა 3 სექტემბრისთვისაა დაგეგმილი და ზუსტი ლოკაცია მოგვიანებით დაანონსდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები