LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Nissan-მა ნაყინის ფურგონი დაამზადა

797
nissannews1912

იაპონურმა კომპანია Nissan-მა შოტლანდიურ ნაყინის მწარმოებელთან ერთად ელექტრონული ფურგონი გამოუშვა. უცნაურ კოლაბორაციას იმის დამტკიცება სურდა, რომ მავნე დაბინძურების თავიდან აცილება რთული ამოცანა ნამდვილად არ არის.

ნაყინის ფურგონების უმრავლესობას დიზელის ძრავები აქვთ და სამაცივრე მოწყობილობაც სწორედ მათი მეშვეობით ფუნქციონირებს. ეს კი ბუნებრივია, ჰაერში მავნე გამონაბოლქვის რაოდენობას ზრდის და სწორედ ამის გამო დიდ ბრიტანეთში მსგავსი ავტომობილების აკრძალვაზე სერიოზულად ფიქრობენ. ერთ-ერთ ვერსიად კი მათთვის დამატებითი გადასახადების დაწესებაც განიხილება, რაც საბოლოო ჯამში ეკოლოგიური ტრანსპორტის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

Nissan-მა ამ პრობლემის მოგვარება თავისებურად სცადა. კომპანიამ ააწყო ფურგონი Nissan e-NV200 Ice Cream Van, რომლის ელექტროძრავით 40 კილოვატიანი სიმძლავრის აკუმულატორით იკვებება.

Ice Cream Van-ს ერთი დამუხტვით 200 კილომეტრის გავლა შეუძლია, მისი დამუხტვა კი საკმაოდ მარტივია და სახლშიც კია შესაძლებელი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები