LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Nissan-მა ქროსოვერი Pathfinder-ი გააძლიერა

42

კომპანია Nissan-მა წარმოადგინა განახლებული ქროსოვერი Pathfinder.

ავტომობილის მოდიფიცირებულ ვერსიას გააჩნია 3.5 ლიტრიანი ბენზინის ძრავი, რომლის ტევადობაც წინა ვერსიასთან შედარებით გაზრდილია.

ექვსცილინდრიანი ძრავი წარმოდგენილია 284 ცხენის ძალის სიმძლავრით (325-დან 351 ნმ).

გაწევის ძალა 2.2 ტონადან გაიზარდა 2.7 ტონამდე. Nissan-ში უკვე დაასახელეს ეს მოდელი ”კლასის ყველაზე საუკეთესო მოდელად”.

ყველაფერთან ერთად, შეიცვალა წინა და უკანა ამორტიზატორის სიხისტე, ასევე გაუმჯობესდა საჭის ფუნქციონალობა (11%-ით გაიზარდა მისი მართვის გადამცემი მოწყობილობის ეფექტურობა), ასევე ცვლილება განიცადა საბურავის შემადგენლობამ და ავტომობილის პროტექტორმა.

Pathfinder-ის ძირითადი განახლება შეეხო მოდელის რადიატორს, ბამპერს და უკანა განათებასაც. ინტერიერის დიზაინი კი კომპანიის გადაწყვეტილებით დიდად არ შეცვლილა. ძველი სტილისაა უკანა საბარგულის ფორმა, რომელიც უკანა ბამპერზე ფეხის ზემოქმედებით იღება.

ავტომობილში ჩაშენებულია ფაქტიურად უახლესი მულტიმედიური სისტემა, რომელიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისია.

Nissan Pathfinder 2017-ის ღირებულება ჯერ-ჯერობით არ დასახელებულა, თუმცა მოდიფიცირებული ქროსოვერი – ამერიკის შეერთებულ შტატებში ავტომობილის ფასი დაახლოებით 29,830 დოლარს შეადგენს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები