LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Nissan Navara განახლდა და ბევრად უფრო ძლიერი გახდა

482
nissan-navara-19

კომპანია Nissan-მა პიკაპი Navara 2020 წარადგინა და მოდელი ევროპული ბაზრისთვისაა განკუთვნილი. ავტომობილმა ახალი ძრავი, განახლებული საინფორმაციო-გასართობი სისტემა და სამუხრუჭე სისტემა მიიღო.

განახლებული Nissan Navara 2,3 ლიტრის მოცულობის დიზელის ძრავითაა აღჭურვილი და მისი სიძლიერე ვარიატორის მეშვეობით 160 ცხენის ძალიდან 163-მდე გაზარდეს. განახლდა ასევე 6 საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფიც.

Nissan Navara-ს აღჭურვილობაში 17 და 18 დიუმიანი საბურავები, საინფორმაციო-გასართობი სისტემა და 8 დიუმიანი დისპლეიც შევიდა. პიკაპის ვიზუალი დიოდის ფარებით და შავი შეფერილობით შეიცვალა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები