Nissan-ს იაპონიაში გაასამართლებენ. უფრო ზუსტად კი ბრალი არამხოლოდ ავტომწარმოებელს, არამედ მის ყოფილ ხელმძღვანელს კარლოს გონსაც წაუყენეს. ბიზნესმენი ნოემბრის ბოლოს დააკავეს, რამდენიმე დღეში კი დირექტორთა საბჭომ მისი თანამდებობიდან გათავისუფლება გადაწყვიტა.
იაპონური ბრენდის ყოფილ დირექტორს ბრალი შემოსავლების დამალვაში და კომპანიის ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში ედება. კარლოსის ქმედებებმა საავტომობილო ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ბრენდი კრიზისში ჩააგდო და ფულს ის არც მეტი არც ნაკლები 5 წლის განმავლობაში იპარავდა. გამოძიების ინფორმაციით, საუბარი დაახლოებით 44 მილიონ დოლარზეა.
აღსანიშნავია, რომ დაპატიმრებული მილიონერი ყველა ბრალდებას უარყოფს და თავისი უდანაშაულობის დამტკიცებას გეგმავს.

