აქციაზე დაშავებული ზურა ბიღიაშვილის, მკურნალობის ხარჯები საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ და თბილისის მერიამ სრულად დაფარა, – აღნიშნულის შესახებ განცხადებას კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსი“ ავრცელებს.
ტექსტში ასევე ნათქვამია, რომ კლინიკის დახმარებით პაციენტი შეფერხების გარეშე იღებს ასევე ამბულატორიულ მომსახურებას.
„აქციაზე დაშავებულ პირს, თვალის დაზიანებით, გადაუდებელი სამედიცინო დახმარება „ნიუ ჰოსპიტალსის“ ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრში 2023 წლის 8-10 მარტს გაეწია. ამ ეტაპზე პაციენტი კლინიკიდან გაწერილია და მისი მკურნალობის ღირებულება დაფარულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამებით.
კლინიკის დახმარებით პაციენტი შეფერხების გარეშე იღებს ასევე ამბულატორიულ მომსახურებას.
დაგეგმილი, კიდევ ერთი ქირურგიული ჩარევის ხარჯები სრულად უზრუნველყოფილია თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მიერ. პაციენტი იმყოფება კლინიკის სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ და მიიღებს ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებას, რაც დაკავშირებულია დაზიანების შემდგომი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად“, – აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან გამართულ აქციაზე ზურა ბირიაშვილმა ცალი თვალი დაკარგა.