LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიუ–იორკის ავტოსალონი ბოლოს მაინც გააუქმეს

58
87a1562a00173d3b79c93fc650b368d58b8d0e6d

ნიუ–იორკის ავტოსალონი კორონავირუსის პანდემიის გამო აპრილიდან აგვსიტოს თვეში გადაიტანეს, თუმცა საბოლოოდ ეს თარიღიც გაუქმდა და შოუ მომავალ წლამდე აღარ გაიმართება.

ორგანიზატორებს დიდი იმედი ქონდათ, რომ აგვისტომდე სიტუაცია დარეგულირდებოდა და ავტოსალონის ჩატარებას შეძლებდნენ, თუმცა ბოლოს მასზე მაინც უარის თქმა მოუხდათ. საქმე ისაა, რომ მანჰეტენის საგამოფენო ცენტრი ამერიკის ხელისუფლებამ სამხედრო ჰოსპიტალად გადააქცია. მართალია, დაწესებულებას პაციენტები ჯერ არ ყავს, თუმცა მუდმივი მზადყოფნის რეჟიმშია.

გარდა ამისა, გადაწყვეტილების გაუქმების მიზეზი გაურკვეველი მომავალიც გახდა. არავინ იცის გაქრება თუ არა კორონავირუსის ინფექცია უახლოს თვეებში და დაიშვება თუ არა მასშტაბური საზოგადოებრივი ღონისძიებები. ავტოსალონის ჩატარების შესახებ ავტომწარმოებლებმა წინასწარ უნდა იცოდნენ, რათა დროულად მომზადება მოასწრონ. სწორედ ამიტომ, ორგანიზატორებმა შოუ 2021 წლის აპრილამდე გადაიტანეს და ინფორმაციაც დაუყოვნებლივ გაავრცელეს.

აღსანიშნავია, რომ ავტოსალონი 1900 წლიდან ტარდება და მხოლოდ ერთხელ გაუქმდა, მაშინ მიზეზი მეორე მსოფლიო ომი იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g