ბასეტ-ჰაუნდის ჯიშის ძაღლმა, სახელად საიმონმა ყველა კონკურენტს აჯობა და ნიუ-იორკის საპატიო მერი ძაღლის არჩევნები მოიგო. ამის შესახებ New York Post წერს.
საიმონის ინაუგურაცია 26 იანვარს შედგა. ის მერიაში გამართულ ცერემონიაზე ჰალსტუხით და ზამთრის ქურთუკით გამოცხადდა. მას თან ახლდა პატრონი სოფი ვერშბოუც. ორი წლის განმავლობაში საიმონი და ვერშბოუ თავშესაფრებისთვის და უსახლკარო ცხოველებისთვის სახსრების მოგროვებაში მიიღებენ მონაწილეობას, ასევე აქტიურად ჩაერთვებიან ძაღლებისა თუ კატებისთვის ახალი სახლის მოძებნის პროცესში.
ცერემონიის პროცესში იყო ფიცის დადებაც, რა დროსაც საიმონს ჰკითხეს: „პირობას დებთ, რომ ნიუ-იორკის მერის მოვალეობებს შეასრულებთ და იზრუნებთ ყველაზე?“ ამის შემდეგ საიმონს თათი ჩამოართვეს და მისი სამოსი ცილინდრით შეავსეს.
ძაღლი მერის ადგილისთვის ბრძოლა საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა: კრიპტოვალუტის მოყვარულები საარჩევნო უბანზე მივიდნენ და ხმების ყიდვა დაიწყეს, რათა თავის კანდიდატს გამარჯვებაში დახმარებოდნენ.
ფინალურ ტურში საიმონმა ყველას აჯობა და მერის პოზიცია დაიკავა.
![](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2025/01/2025-01-31_12-45-22_351765.jpg)