ნიუ-იორკის პოლიციის განყოფილებამ თავისი მომსახურების ღირებულება დაასახელა, პოლიციის მომსახურება კი უპილოტო ავტომობილების ცდებისას ყველა კომპანიას დასჭირდება. ინფორმაცია შტატის საიტზეა განთავსებული.
პრეისკურანტის მიხედვით, საპატრულო პოლიციის მომსახურება ერთი საათით 92,73 დოლარი ეღირება. თუკი პოლიციას არასამუშაო დროს მოუწევს მუშაობა, მაშინ ღირებულება 131,67 დოლარამდე გაიზრდება. გარდა ამისა, კომპანიას ყოველ გავლილ მილზეც მოუწევს თანხის გადახდა – 53,5 ცენტი.
პოლიციაში ერთი სატესტო დღის მიახლოებითი ანგარიშიც წარმოადგინეს, რომელიც 115 მილს მოიცავს – ერთი სამუშაო და ოთხი არასამუშაო საათი ნებისმიერ კომპანიას 680 დოლარი დაუჯდება.
იმის შესახებ, რომ ნიუ-იორკის მთავრობამ საერთო სარგებლობის გზებზე უპილოტო ავტომობილების გამოცდის უფლება გასცა, ათ მაისს გახცდა ცნობილი. ჩინოსნებმა ერთ წლიანი საპილოტო პროგრამა ჩაუშვეს.