Porsche-მ გაავრცელა თიზერი 911-ის ახალი ვერსიის შესახებ, რომლის ოფიციალური პრეზენტაცია 14 აპრილს გაიმართება. დიდი ალბათობით, კომპანია ამჯერად ექსტრემალურ კაბრიოლეტს წარადგენს.
პრეზენტაციის ლოკაცია კანარის კუნძულები – პირდაპირ მიანიშნებს ღია სახურავიან მოდელზე. კაბრიოლეტის ვერსიას ამყარებს გავრცელებული ფოტოც.
გავრცელებული ვარაუდით, ეს შეიძლება იყოს პირველი ღია ვერსია GT3 ხაზში – GT3 Sport Cabriolet. ასეთ შემთხვევაში, მოდელი სავარაუდოდ, მიიღებს ატმოსფერულ ექვს ცილინდრიან ძრავს, რომლის სიმძლავრეც 500 ცხენის ძალას გადააჭარბებს.
ამჟამინდელი თაობა – 992.2 უკვე მოიცავს არაერთ მოდიფიკაციას, მათ შორის Carrera, GTS, Turbo და GT3 ვერსიებს. თუმცა Porsche, როგორც ჩანს, გეგმავს ხაზის კიდევ უფრო გაფართოებას – მოსალოდნელია ისეთი მოდელებიც, როგორიცაა GT3 RS, GT2 RS და 911 Dakar.
ახალი მოდელის დებიუტი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ Porsche 911-ის ლეგენდარული სერია კვლავ აქტიურად ვითარდება და ინარჩუნებს ინტერესს როგორც ენთუზიასტებში, ისე ბაზარზე.