მსოფლიოში აღიარებულმა მევიოლინემ ლიზა ბათიაშვილმა ნიუ იორკსა და ვაშინგტონში, ნიუ იორკის ფილარმონიულ და ვაშინგტონის ნაციონალურ სიმფონიურ ორკესტრებთან ერთად კონცერტები გამართა.
ლინკოლნ ცენტრისა და კენედის ცენტრის სცენაზე ქართველი ვარსკვლავი დიზაინერ დათუნა სულიკაშვილის მიერ უკრაინის დროშის ფერებში შესრულებული საკონცერტო კაბით წარსდგა.
ლიზა ბათიაშვილმა ომის დაწყების დღიდან, არაერთი მნიშვნელოვანი საქველმოქმედო პროექტი განახორციელა უკრაინელი მუსიკოსებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დასახმარებლად.
ალფრედ შნიტკეს სავიოლინო კონცერტთან ერთად ლიზამ ნიუ იორკში 15 წლის ქართველი კომპოზიტორის ცოტნე ზედგინიძის მიერ სპეციალურად მოცარტის კონცერტისთვის შექმნილი კადენცია შეასრულა.
