ნიუ-იორკში მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა და მდინარე ჰუდსონში ჩავარდა. ინცინდენტი ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის ხიდიდან სამ კილომეტრში მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულია ერთი ადამიანი, რომელიც, სავარაუდოდ, თვითმფრინავს მართავდა. კატასტროფის ზუსტი მიზეზი ამ დრომდე უცნობია, თუმცა ღონისძიების ორგანიზატორები ვარაუდობენ, რომ ინციდენტი ტექნიკურმა გაუმართაობამ გამოიწვია. შემთხვევის ადგილზე სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ჩამოვარდნილი თვითმფრინავი მეორე მსოფლიო ომის დროინდელია. ის საჰარო ძალების მუზეუმის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობდა, რომელიც ამ მოდელის თვითმფრინავის 75 წლის იუბილეს მიეძღვნა.
