LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიუ იორკში მცხოვრები ქართველი: “აქ დაუცველობის შეგრძნება მაქვს მეც და ჩემს მეგობრებსაც…”

154
salome-liluashviloi-newssss

აშშ-ში, კერძოდ, ნიუ იორკში მცხოვრები ჟურნალისტი, სალომე ლილუაშვილი წერს იქ შექმნილი ვითარების შესახებ.

გთავაზობთ მის სტატუსს:

“კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გაქვთ საქართველოში და 5-ვე ნიუ-იორკიდან. ეს უკვე სტატისტიკაა, რომ მივხვდეთ, რა ხდება აქ. არადა, სრული ინფორმაცია არც გვაქვს, რა ხდება.
როგორც ადგილობრივი მთავრობა ამბობს, ეპიდემია აქ ახლა იწყება და ამისთვის მორალურად გვამზადებენ. ამ ეტაპზე, მხოლოდ თვითიზოლაციის რეკომენდაციაა. მეტი არაფერი. ინფორმაციული ვაკუუმის და არცთუ რადიკალური ზომების გამო, დაუცველობის შეგრძნება მაქვს მეც და ჩემს მეგობრებსაც. ჯერჯერობით, ათიათასობით დადასტურებული და ვინ იცის, რამდენი დაუდასტურებელი ქეისია.
რა კარგი ყოფილა პატარა ქვეყანაში ცხოვრება – ყოველი ახალი შემთხვევის შესახებ გიყვებიან, სრულ კონტროლში ხართ. რაც მთავარია, ხართ ოჯახებთან. თითოეულს საკუთარ იზოლაციაზე გიწევთ ზრუნვა და ეს არც ისე რთულია.
გააკეთეთ, რა ❤️”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g