LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიუ იორკში უნდა ეთამაშა და პირადად ამ ჯადოქარის სანახავად წავედი – ნათია ფანჯიკიძე

236
BeFunky-collage (55)

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე კობი ბრაიანტთან დაკავშირებულ ისტორიას იხსენებს.

“თუ წელი არ მეშლება, 2007-ში, ნიუ იორკში უნდა ეთამაშა და პირადად ამ ჯადოქარის სანახავად წავედი, მაგრამ ვერ ვნახე. თამაშის დაწყებამდე ხუთი წუთით ადრე მოხსნეს, წინა მატჩზე უმნიშვნელო წესის დარღვევის გამო. უსინდისოდ მოიქცნენ, მიგვიყვანეს და კობი არ დაგვახვედრეს”, – წერს ნათია ფანჯიკიძე.

კალიფორნიულ კალაბასასში მომხდარ საშინელ ტრაგედიას მსოფლიო სპორტის უდიადესი მოვლენა კობი ბრაიანტი შეეწირა. მასთან ერთად დაიღუპა კალათბურთელის ქალიშვილი, 13 წლის ჯანა მარია.

როგორ ავარჯიშებს კობი შვილს: ის ოცნებობდა, რომ მისი მამბასიტა ვარსკვლავი გამხდარიყო (ვიდეო)

კობი ბრაიანტი ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) „ლოს-ანჯელეს ლეიკერსში“ თამაშობდა. კარიერის განმავლობაში მან NBA-ის ჩემპიონის 5 ტიტული მოიგო გუნდთან ერთად.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g