LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიუ ჯერსის აეროპორტში ავტომობილები დაიწვა

air

ნიუარკის აეროპორტში ხანძარია. შემთხვევა ნიუ ჯერსის შტატში მდებარე აეროპორტის ავტოსადგომზე მოხდა და ამ დროის მონაცემებით უკვე 17 ავტომობილია დამწვარი.

ქსელში გავრცელდა დრონით გადაღებული კადრები, რომელშიც აეროპორტის C ტერმინალია ასახული და ცეცხლი მინიმუმ 10 მანქანას მაინც უკიდია. ბუნებრივია, ადგილზე მაშინვე მაშველებისა და მეხანძრეების რამდენიმე დანაყოფი მივიდა და მათივე ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაზარალებულა.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად რთული ვითარებისა აეროპორტს მუშაობა არც ერთი წუთით არ შეუწყვეტია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები