LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნივთების დალაგება არ ჩანს კამერებში, ისე საეჭვოდ დაკეცილია და დადებულია, ტელეფონიც ავია რეჟიმზე იყო გადაყვანილი, ეს დაგეგმილს ჰგავს…“ – ბათუმში დაკარგული 14 წლის მოზარდის ოჯახის ადვოკატი

2943
პაატა შავაძე

ბათუმში დაკარგული 14 წლის მოზარდის, ალექსანდრე მიქელაძის ადვოკატი პაატა შავაძე ამბობს, რომ მოზარდის გაუჩინარების გარშემო ბევრი კითხვის ნიშანია – ამის შესახებ ადვოკატმა „კვირის პალიტრასთან“ ისაუბრა.

გამოცემის კითხვაზე „მშობლები ჩვენთან საუბარში ამბობდნენ, ბავშვმა დატოვა ჩანთა, ტელეფონი, ქურთუკი, ვიდეო ჩანაწერებიდან სხვა რაიმე ხელჩასაჭიდი იკვეთება თუ არა“, ადვოკატი პასუხობს, რომ საქმის გარშემო ბევრი კითხვის ნიშანია, ამიტომ ამ ყველაფერს სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს:

„ჩემი ინტუიციაც მაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ ვთქვა – ბავშვი ცოცხალია, რაღაცას გაექცა… არის რამდენიმე საყურადღებო ვერსია“ – რას ამბობს ბათუმში დაკარგული 14 წლის ალექსანდრე მიქელაძის ოჯახის ადვოკატი

უკვე მე-16 დღეა, ბათუმში დაკარგულ 14 წლის ალექსანდრე მიქელაძეს ეძებენ. მოზარდი 16 იანვარს, ღამით, 22:00 საათიდან გაუჩინარდა. „დედას სუნთქვა, მე შენ არასდროს განგსჯი…გპირდები ის თავისუფლება, რომელიც შენს გულს უნდა გექნება“ – დაკარგული მოზარდის დედა მიმართვას ავრცელებს ალექსანდრეს ძებნის ოპერაციაში ჩართულია პოლიცია და სამაშველო სამსახურები. მოზარდის ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, ალექსანდრეს გაუჩინარებიდან მალევე, მისი პირადი ნივთები და […]

„დედას სუნთქვა, მე შენ არასდროს განგსჯი…გპირდები ის თავისუფლება, რომელიც შენს გულს უნდა გექნება“ – დაკარგული მოზარდის დედა მიმართვას ავრცელებს

„მივმართავ საზოგადოებას, არავის დაუჯერონ, დაუჯერონ მხოლოდ ჩემ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას… ჩემი შვილი როგორც კი გამოჩნდება, ორ სიტყვას მაინც დავწერ“ – ბათუმში დაკარგული 14 წლის მოზარდის დედა

„ეს არ ვიცით, ბავშვმა დატოვა თუ არა, სხვა ვერსიებიც გვაქვს, შეიძლება სხვამ დატოვა და ვიღაც რაღაც სცენარის გათამაშებას აკეთებს. არ ვიცით, ალექსანდრე რა გარემო პირობებშია ახლა, შეიძლება თავისუფლების უკანონო აღკვეთასაც აქვს ადგილი. კამერებში ჩანს, რომ ყოფილი შაუმიანის კვეთიდან მიემართება ზღვის ნაპირისკენ, მაგრამ ადგილზე მისვლა, ნივთების დალაგება არ ჩანს კამერებში. ისე საეჭვოდ დაკეცილია და დადებულია, ტელეფონიც ავია რეჟიმზე იყო გადაყვანილი, ეს დაგეგმილს ჰგავს, კითხვებს აჩენს, შესაბამისი სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს“ – ამბობს ადვოკატი „კვირის პალიტრასთან“.

„ამ ფოტოთი ეს ბავშვი ჩემს შვილს არ ჰგავს, ვეხვეწები ყველას, მხოლოდ ჩემს პოსტს დაეყრდნონ“ – რას ამბობს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაზე ბათუმში დაკარგული 14 წლის მოზარდის დედა

„ფორტუნა“ დაუკავშირდა ალექსანდრე მიქელაძის დედას, ნათია დიაკვნიშვილს, რომელიც ჩვენთან საუბარში მოქალაქეებს მიმართავს და სთხოვს, მხოლოდ მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დაეყრდნონ.

ცნობისთვის, უკვე მე-16 დღეა, ბათუმში დაკარგულ 14 წლის ალექსანდრე მიქელაძეს ეძებენ. მოზარდი 16 იანვარს, ღამით, 22:00 საათიდან გაუჩინარდა.

ვიდეო: „მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე, დაკარგულ ბიჭთან დაკავშირებით…“ – გოგა მანია ახალ წინასწარმეტყველებას ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g