ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი აცხადებს კონკურსს საუკეთესო საბავშვო და საყმაწვილო პიესის გამოსავლენად. დრამატურგს შეუძლია წარადგინოს პიესა ორი ასაკობრივი ჯგუფისათვის – 7-12 წელი და 13-18 წელი.
სავალდებულო მოთხოვნები – წარმოდგენილი პიესა არ უნდა იყოს გამოქვეყნებული და დადგმული საქართველოში. სასურველია ავტორი მაქსიმალურად ითვალისწინებდეს თანამედროვე თაობის ინტერესთა სფეროსა და მისწრაფებებს, ასევე მოიცავდეს სკოლასთან დაკავშირებულ თემატიკას. სავარაუდო ჟანრები: სათავგადასავლო, რომანტიკული მელოდრამა, კომედია, მძაფრსიუჟეტიანი.
გამარჯვებულ პიესებს ხუთკაციანი ჟიური გამოავლენს. გაიცემა სამი პრემია (საავტორო ჰონორარი). – I ადგილი 2000 ლარი, II ადგილი – 1500, III ადგილი – 1000 შერჩეული პიესები დაიდგმება მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე.
კონკურსანტმა პიესის ელექტრონული ვერსია და CV (რეზიუმე) უნდა გააგზავნოს ელფოსტით, მისამართზე [email protected], ხოლო ამობეჭდილი პიესა მიიტანოს მოზარდ მაყურებელთა თეატრში მისამართზე – დ.აღმაშენებლის 99/1.
პიესების გადაგზავნისა და მიწოდების ბოლო ვადაა 20 მარტი. კონკურსის შედეგები 1-ელ აპრილს გამოცხადდება.
