დოლარიზაციის მაღალი მაჩვენებელი საქართველოსთვის სერიოზული პრობლემაა, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, დოლარიზაციის მაჩვენებელი მაღალია დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის მთელს ისტორიაში.
„ზოგადად მივდივართ იმ მიმართულებით, რომ საგადასახადო კანონმდებლობა ხელს უწყობდეს დაზოგვას და თუნდაც ის, რომ ჩვენ მოგების გადასახადზე გადავდივართ, რომელიც მხოლოდ განაწილებული მოგების დაბეგვრას გულისხმობს, ნიშნავს იმას, რომ თუ მოგება იქნება გაუნაწილებელი, ის არ დაიბეგრება, ამით ლარში გაიზრდება დანაზოგები“,- აღნიშნა ხადურმა.
2015 წლის ბოლოსთვის საქართველოში დოლარიზაციის კოეფიციენტი თითქმის 70%-ია. მიუხედავად იმისა, რომ შარშან ყველა წამყვანმა ბანკმა ლარში სარგებელი რამდენჯერმე გაზარდა, ეროვნულმა ვალუტამ ნდობა მაინც ვერ მოიპოვა.