ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური მოკლევადიან პერიოდში ლარის დასტაბილურებას, საშუალოვადიან პერიოდში კი მის გამყარებას ვარაუდობს.
მისი თქმით, ლარი არ არის იმ პროცესებისგან იზოლირებული, რაც რეგიონში მიმდინარეობს.
”რეგიონის ქვეყნებში ადგილობრივი ვალუტები მყარდება, ნავთობის ფასების ცვლილებაც აღარ არის ძალიან დიდი, გარდა ამისა, ჩვენ როგორც შეგპირდით, ვასრულებთ სიტყვას, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი კურსზე დაწოლას არ ახორციელებს”, – განმარტა ხადურმა.