LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოდარ მელაძე არჩილ თალაკვაძის მეუღლეს პასუხობს

2814
unnamed (1)

ტელეკომპანია „პირველის“ მთავარი პროდიუსერი ნოდარ მელაძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის მეუღლის, ქეთევან ბუბუტეიშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებას პასუხობს.

„პრობლემა ის იყო, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს ავალებთ თქვენი ბინის მაკლერის როლი შეითავსონ.

პრობლემა ის არის რომ იარაღიანი დაცვა ხვდება ადამიანებს და თქვენ ავალებთ მათ, სახელმწიფოს უწყების თანამშრომლებს თქვენი ბინის გადაპროექტების საკითხები კლიენტთან განიხილონ. სად სამზარეულო უნდა იყოს და სად საძინებელი. “დასაცავი პირის სივრცე” როგორ არის ტერიტორია სადაც აღარ ცხოვრობს! დაცალა და გადავიდა.

პრობლემა არის ადმინისტრაციული რესურსის არამიზნობრივად გამოყება.

პრობლემა არის, როდესაც მოქალაქეს 21:00 შემდეგ ბინიდან გასვლა ეკრძალება და ამ დროს თქვენი ბინის მაკლერი პირდება მყიდველს რომ ამ დაწესებულ დარღვევებს.

სირცხვილია ადმინისტრაციული რესურსის, პირადი მიზნებისათვის გამოყენებით გამართლება“ , – წერს ნოდარ მელაძე „ფეისბუქზე“.

რა გავაკეთოთ, რომ ამ აბსურდს და დეზინფორმაციას გავუმკლავდეთ?-თალაკვაძის ცოლი “ტვ პირველის” სიუჟეტს პასუხობს

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის მეუღლე ქეთევან ბუბუტეიშვილი მედიით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, თითქოს არჩილ თალაკვაძე ადმინისტრაციულ რესურსს პირადი მიზნებისთვის იყენებს. მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ  ტვ „პირველის“ მიერ მომზადებული სიუჟეტი ცილისწამებაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g